:D

:D

Saturday, September 8, 2012

About Me :))

ორ ნაწილად გავყოფ ამ პოსტს: დადებით და უარყოფით ნაწილებად.
დავიწყოთ დადებითით(უარყოფითით დავიწყებდი, რომ არა ჩემი მეგობრების ბუზღუნი, რომ ყველაფერს მუქად ვხედავ).
1) მიყვარს უანგაროდ, ძააალიან ძააალიან და თავდადებულად.(რაღაცა ეს სიტყვა მეუცნაურება).
2) ბევრი რამე შემიძლია. თუ მოვინდომე, თუ ოდნავ მოვინდომე,  თუ უბრალოდ ხელი გავანძრიე ბევრი რამე  გამომდის.
3) მაინტერესებს.
4) მიყვარს როცა ჩემი ფასი იციან. თუ ამას ვგრძნობ, მაშინ ასეთი ადამიანებისთვის ბოლომდე ვიხარჯები და ჩემთან კომფორტულად გრძნობენ თავს.
5) გემრიელ საჭმელს ვამზადებ.(ძირითადად პირველ ჯერზე).
6)მიყვარს ყველაფერი ხარისხიანი, გემოვნებიანი, ლამაზი...
7) არავის ვაწუხებ შეუგნებლად.(შეგნებულად ჩემ რამდენიმე მეგობარს სიცოცხლეს ვუმწარებ;)))
8) ბოდიშს ყოველთვის ვიხდი, როცა ვთვლი რო საჭიროა.
9) დამოუკიდებელი ვარ.
10) ჩემი ყველაზე დიდი დადებითი მხარე: არაჩვეულებრივი გარემოცვა მაქვს-მყავს. ჩემი მეგობრები, ოჯახი, ახლობლები ჩემი სიმდიდრეა(ვგიჟდები თქვენზე).
11) ვპატიობ!


თუმცა.......  გამონაკლისი ყოველთვის ყველგან და ყველაფერში მოიძებნება...


1) ძაალიან ძნელია ჩემი გაბრაზება(ძირითადად), მაგრამ ზოგჯერ ისეთმა დეტალმა შეიძლება გამაღიზიანოს და ჭკუიდან გადამიყვანოს, რაც შეიძლება ვერავინ შეამჩნიოს. თუ გავბრაზდი, იმ ადგილს, ადამიანს, არსებას თუ რაცაა-ვინცაა არ ვეკარები, სანამ არ დაიმსახურებს თავის გულახდილობით.
2)უუუუუუუუუუზარმაცესი ვარ.
3)ამაყი ვარ. თავმოყვარეობა, ჩემი აზრით, რაღაც დონეზე აუცილებელია, მაგრამ ჩემ შემთხვევაში, ზოგჯერ ცდება ნორმის ფარგლებს. არ მიკვირს თუ ვინმე სტერვად მომიხსენიებს, არის ამაში სიმართლის მარცვალი.
4)შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დონეზე სნობი ვარ. და მთლად უარესი, მგონია რო ეს კარგიც კია.
5) არ მიყვარს ლაპარაკი. ჩემი გათვლებით, სადღაც 48 წლის ასაკში სტრესი, დეპრესია, ინფარქტი მომიღებს ბოლოს. ალბათ ბლოგის შექმნაც ამ "თვისებამ " განაპირობა. მაწვება ზოგჯერ სათქმელი, გადმოცემის უნარი კი მინუსებში მაქვს.
6)ზედმეტად თვითკრიტიკული ვარ... შეიძლება ითქვას რო არასრულფასოვნების კომპლექსით ვარ დაავადებული. მთელი ჩემი ტრაგედიების მიზეზი ზუსტად ესაა.
7) არ ვაფასებ თავის დროზე. გვიან ვხვდები ყველაფრის ღირებულებას. იმპულსების დედა ვარ.
8) ვიტყუები. სხვისგან ვერ ვიტან. მე ვიტყუები. რაღაც იდიოტურ დეტალებს, არავის რო არ აინტერესებს. ან სხვისი გულის გასაკეთებლად, გასამხნევებლად, ან თავის გადასარჩენად.  სნობობის არ იყოს, მთლად უარყოფითობად არც ამას ვთვლი.
9) გულმავიწყი ვარ. აქაც რაღაც მავიწყდება და არ ვიცი რა.




ეს ბოლო დადებით განყოფილებას მივაკუთვნო თუ უარყოფითს არ ვიცი: მიყვარს. უმიზნოდ. ჩემი გაფუჭებულია ყველაფერი.

პესიმისტი ვარ და არ მინდა ვიყო.  http://www.youtube.com/watch?v=eGR1iDuKabU