:D

:D

Tuesday, November 5, 2013

ფუ ბლინ

უიღბლობის  ბუკეტი ვარ. თოთალ ლუზერ(ნუ მთლად არა). მოკლედ ჩემი უიღბლობის შესახებ:
1) ერთი წელი მარტო ვხცოვრობდი, ვიფიქრე ამას რა ჯობიათქო და სიწყნარის და მუსიკის ნაცვლად მეგრული აყალ-მაყალი ისმოდა ჩემს ბინაში. მთელი წელი ნახევარჯერ სახლში არ ვიყავი. ჩემი სამეცადინოს პატრონი ესე მაკდონალდსებში და პარკებში ვერ იმეცადინებ. ახალ გაცნობილ ჯგუფელებს ყელში ხოარ ამოუხვალ?!
2)"ჭკუა ვისწავლე", მომდევნო წელს აღარ შევცდები და კარგად გამოვიკვლევ ყველაფერს სანამ ხელშეკრულებას გავაფორმებთქო. გადასარევ ადგილას გადასარევი ბინა ვიპოვე გადასარევ ფასად. 3 გადასარევი ფაქტი უკვე საეჭვოა ძირითად შემთხვევებში. ნუ მე ეს ყველაფერი ჩემს ძირითად შემთხვევებში უიღბლობას მივაწერე და სამმაგად გამიმართლა ძლივს-მეთქი, ვიფიქრე. რა თქმა უნდა არა! იმდენხანს ელოდე ბინის დაცლას, იმდენჯერ მივედი საქმის გასარჩევად, იმდენჯერ ჩუმად ვიდეო გადავუღე, მიმიქარავს ძველი ბიჭები, კაგებე და რავიცი.აფერისტები აღმოჩნდნენ აბა რა, კიდევ კარგი დროზე ჩავრიეთ საჭირო ხალხი და ფული ძალით წავართვით!
3)ახლა პირადული ლუზერობანი. იმდენი ლუზერული მომენტი მქონია, საკუთარ თავზე მეცინება ხოლმე. ეს გრძელი ლუზერობაა. მოკლედ, მეათე კლასში ძაან საყვარელი ბიჭი გავიცანი, მერე შევუყვარდი, მე როგორც ტრიპაჩს და იდიოტს, გამიტყდა  ვინმეს შეყვარებული რა პონტში დამერქვასთქო. ხოდა ვაწამებდი ამ ბიჭს 2 წელი. ხან მერქვა ვიღაცის, ხან არა. მერე  აღვგავე პირისაგან მიწისა. ჩააბარა, ჩემს უნივერსიტეტში(უფროსია ჩემზე). და "ძაან მაგარი ბიჭიც დადგა". ნუ სანამ პირადად დავრწმუნდებოდი, მანამდე საშინელი დეპრესია მქონდა. ლაპარაკი შევწყვიტე, ისე დამაკლდა,ისე მენატრებოდა, ისე ვერ ვიტანდი ჩემ თავს , იმის გამო რაც გავაკეთე. მერე მივხვდი რო მიყვარდა. მაგრამ თანდათან ვეღარ ვარჩევდი "ის" მიყვარდა თუ :გაიდეალებული ის". 3 დღის წინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რო გაიდეალებული მყავს, და რო არა ძველი ძალიან სასიამოვნო დრო, შეიძლება მეგობრებიშიც არ ჩამეთვალა.




ამ პოსტის გაგრძელება ლამის ერთი წლის მერე


ვიცი რო ამ ბლოგს კაციშვილი არ კითხულობს, არ მადარდებს, შედევრებს მეარ ვწერ და პოპულარობას არ ვაპირებ :დ 1 წელია არც გამხსენებია აქაურობა, არც დღეს გამახსენდებოდა ისეთი საშინელი დღე იყო, შემთხვევით მეილზე როარ გამოჩენილიყო  ამ ბლოგის ლინკი. ხოდა ბარემ ცუდი დღე იყო და გავაგრძელებ ლუზერობის შესახებ.


4) მსოფლიოში ყველაზე უიღბლო ადამიანი ვარ მე! ყველაფერს ავიტან და როცა სწავლის მხრივ მაქვს პრობლემა, ვნადგურდები. დღეს  შუალედური მქონდა ჭ საგანში. საშინლად რთული სემესტრი მაქვს, მორალურად, ფიზიკურად, ყველანაირად მიჭირს, თან სხვა მხრივ აქტივობებიც ემატება და რამე პრეტენზიის გამოთქმის უფლება რო მქონდეს, სინდსმა როარ შემაწუხოს, შევაკვდი სწავლასთქო ვერ ვიტვყი მაგრამ არ ვაკლებ არაფერს და დღემდე ისეთი აკრული ტემპით მივდიოდი, შემეშინდა სტიპენდიაზე არ გავიდეთქო. ხოდა დღეს ვაცხადებ: მე მოვკალი ჩემი ჯიპიეი. უიღბლობა რა შუაშია? იმ შუაში რო კურსზე პირველმა ჩემმა ჯგუფმა წერა ეს საშინელება. კიდე იმაში , რო 12 თთავიდან მაინცდამაინც ის თავები არ ვიცოდი კარგად , საიდანაც 99% იყო კითხვების, კიდე იმაში, რო მაინცდამაინც ის ვარიანტი შემხვდა სადაც ეს კითხვები იყო, თორე წინ 2, გვერდზე 1 და უკან ერთი ისეთ კითხვებს მეჩურჩულებოდნენ, შურით გავსკდი ლამის. ხოდა,კი მივიღებ 20 დან 3 ქულას და ეგეც შენი A და მაღალი GPA. არადა სადაც ფარმაკოლოგიას ვანადგურებ, მაქსიმუმს ვიღებ, ლექტორს ვაბნევ კითხვებით, ეს იმუნოლოგია რა გახდა რო ვერ ვისწავლო, არადა აშკარად ანტიგენია ჩემი ტვინისთვის, რომლის მიმართ ჩემმა ორგანიზმმა ისეთიი ანტისხეული გამოიმუშავა და ისეთი იმუნიტეტი დაიყენა, რო ინატროს ყველა დაავადებულმა.



მეტის დაწერა არ მინდა, არც ვიცი რა დავწერო, თავში მარტო დღევანდელი fail.ი მიტრიალებს, აა კიდე, ჩემი უახლოესი მეგობარი ბავშვს ელოდება და მე საიდან ვიცი? მესიზმრა, გადავამოწმე და მართალი აღმოვჩნდი  :დ

3 comments:

  1. ვაახ!)) კარგი რა, არ შეიძება ეგრე თქმა.
    რაღაც-რუღაცები ხდება ცუდები, მაგრამ კარგებიც ხო ხდება?<3 მოევლება მაგ ჯიპიეისაც და ყველაფერსააც, თეიქ ით იზი, ვიცი ეხა იფიქრებ სათქმელად რა ადვილიაო მარა ეგრე უნდა შეხედო, სხვა გზა არაა )) <3

    ReplyDelete
  2. ვაიმე, შენ არ იცი ეს კომენტარი როგორ გამეხარდა <3 ყველაფერს ეშველება GPAს გარდა < აქსიომაა ეს უკვე ჩემი პირადი :დდდ

    ReplyDelete
  3. Kiki eshveleba tu bolo kursis bolo semestris bolo dgeebshi ar xar ))) ase rom <3

    ReplyDelete