:D

:D

Sunday, October 28, 2012

Криша поехала

ვიძახი გართობა არ ვიცი-მეთქი. ტყუილია!
ჩემი მეგობრის დაბადების დღე იყო ცოტა ხნის წინ. აგარაკზე ვიყავით ასული. მოკლედ რო ვთქვა, ყველაზე კარგად გავერთე რაც თავი მახსოვს.
ხო, პოსტის შექმნის მიზანი: იმდენი დავლიე საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე და აქამდე გახსენების პროცესში ვარ. და რაც მახსენდება გულს მიხეთქავს. ვერავის ვეუბნები, ჩამქოლავენ მგონია.
     იმიტომ, რომ მაკლია ის და ვეძებ ყველა სხვაში მას.
      ნასვამი იხსნები, არ გადარდებს სხვისი აზრი და ზედმეტად პირდაპირი ხდები, მაგრამ იქ ზედმეტი იყო უკვე. ჩემს თავს გადავაბიჯე, მაგრამ დროთა განმავლობაში თავისით გამიარა სინდისის ქენჯნამ და დასკვნც გამოვიტანე.
არ უნდა დალიო იმდენი:
1)რო სხვისი ხელით სატარებელი გახდე
2)შუბლი ასევე ამ სხვამ დაგიჭიროს ღებინებისას(არადა როგორ ვწუწუნებდი, რატო მემართება ეს-მეთქი, ის კიდე მამშვიდებდა, ასე ხდება ხოლმეო)
3)ტირილი ტირილი ტირილი (უბრალოდ გეტირება, ნუ მთლად უბრალოდ არა, უბრალოდ ემოციების კონტროლი გიჭირს და თავის ნებაზუ უშვებ.)
4)ზედმეტად გულახდილი შეკითხვები 5 საათის წინ გაცნობილ ბიჭთან.(რატო არავის მოვწონვარ, მახინჯი ვარ და ა.შ)
 ახლა იმ დღის სასიამოვნო ფაქტები:
1) მიყვარს როცა მაღიარებენ, ხოდა ჩემი მუსიკალური გემოვნება აღიარეს.
2) მიყვარს როცა მაღიარებენ და სწერვა ხარო და არაა ეგ სიმართლეს მოკლებული თეორია.
3) მიყვარს ყურადღება ხოდა ნასვამს ფილოსოფიური აზროვნება გამეხსნა და მომეწონა "აუდიტორიის ყურადღება"(ახლა წარმოვიდგინე ისინი როგორი ნასვამები იყვნენ რო მომისმინეს).
4) სასიამოვნოა რაღა თქმა უნდა როცა ზრუნავენ შენზე. ხოდა იმ მდგომარეობაში მე რო თავი ჩავიგდე, მართლა მოსავლელი და საზრუნავი ვიყავი. ფრაგმენტებად მახსოვს მორალურ_ფიზიკური  მხარდაჭერა იმ 5 საათის წინ გაცნობილისგან. ტირილის დროს ჩახუტება, ხელით ტარება, საწოლამდე როგორ ავედი კიბეზე არ მახსოვს მაგრამ კარგად მახსოვს ფეხსაცმელს რო მხდიდა(მხოლოდ ფეხსაცმელს). სიმართლე რო ვთქვა, იმ მომენტში არ ვიცი თავი როგორ შევიკავე როარ ვთხოვე შენც აქ დაიძინე-მეთქი.(ნუ გამკიცხავთ, იმ საღამოს ჩემი გმირი იყო და ლამის სიყვარული ავუხსენი).
5) ფანტასტიური მელომანი ხალხი, აი ძაან ჩამოყალიბებული და ორიგინალური, შესაბამისად მთელი საღამო ძალიან კარგი მუსიკა ჟღერდა ჩემ გარშემო და ეს მიორმაგებს და მიოცმაგებს სიამოვნებას.ხოდა მათი შეფასება, რო მე კარგი გემოვნება მაქვს ხო საერთოდ თავში ამივარდა (თავმდაბლობაზე თავს არ ვდებ).

დღემდე თავისფულების მოედანზე გავლისას ის შეგრძნება მაქვს, რაც 5 საათის წინ გაცნობილი ბიჭის მანქანაში ჯდომისას მქონდა თბილისში როცა წამოგვიყვანა(მაგ დღეს გადაკეტილი იყო რუსთაველი და საიდანღაც მოვუარეთ).რაღაც პატრიოტიზმი გადმომედო იმ დღეს.
იგივე შეგრძნება მაქვს როცა ჯონი ქეშს, ვუდქიდს, პლაცებოს და კასაბიანს ვუსმენ. რაღაცატომ.
კიდევ მინდა იგივე ხალხი , იგივე სიტუაცია, ოღონც ნაკლებს დავლევდი, მაგრამ მაინც დავლევდი.
 არ ვარ ლოთი!
ვიცი, რო ძაან აბურდული პოსტია. მწერლობაზე და მსგავს ნიჭზე თავს ვერ დავდებ. დღიურია-მეთქი :)))))


1 comment:

  1. Mshvenieria :3 "ar unda dalio ise rom..."-shi getanxmebi

    ReplyDelete