:D

:D

Sunday, April 13, 2014

პიკი

სათაური რა შუაშია, ჯერ არ ვიცი.
პოსტებს ვწერ წელიწადში ერთხელ. რატო ეგ არ ვიცი ჯერ.
მოკლედ იმის შესახებ თუ რა მოხდა წინა პოსტსა და ამ პოსტს შორის დროის მანძილზე.
მესამე კურსზე ვარ და სამედიცინოში ეს კურსი ცნობილია თავის ჯოჯოხეთურობით. სთილ ფორევა ელოუნ. მინუს მეგობრები. პლუს რეიტინგი უნივერსიტეტში. მინუს თავდაჯერებულობა, მინუს იღბალი, მინუს წონა, მინუს ყველაფერი. პლუს ჯანმრთელობის პრობლემა.
 ასე ვწევარ ლოგინში და ვთვლი რამდენი რამე მინდა და უკვე ეჭვი მეპარება ჩემ გონებრივ შესაძლებლობებში, რომლითაც მთელი ცხოვრებაა ვამაყობ მე და კიდე უფრო უარესად ჩემი ოჯახი, ნათესავები, ახლობლები, მეზობლები. ადრე ვფიქრობდი, 3 სურვილი რო მქონდეს, ვინატრებდი ხმას, რო მემღერა, ბევრ ფულს და ჯანმრთელობას. ახლა 3 დან მარტო ერთი სურვილი მინდა, უფრო ნიჭიერი მინდა ვიყო, უფრო განვითარებული აზროვნება მინდა. შეგრძნება მაქვს , რო მაჩანჩალა ვარ, მრცხვენია. ყველა ხედავს, რო არ მეზარება ძირითად შემთხვევებში  არაფერი, 24 დან 25 საათს სამეცადინოსთან ვატარებ, არა პირადი, არა გართობა, არა არაფერი. და ბოლოს ჩემი შედეგი და ყველაზე უსაქმური  სტუდენტის შედეგი ერთნაირია.  ჯერ ვერ ჩავწვდი ჩემი უიღლობის ფენომენს. თან მეჩვენება რო მოვაბეზრე ყველას თავი ამ სწავლაზე წუწუნით, მარა ესაა მთელი ჩემი ცხოვრება, სხვა არაფერი მაქვს და რა ვქნა. ყველაზე მეტად არ მინდა, რო ჩემ მეგობრებში შეეპაროთ ჩემში ეჭვი. მერე აღარ ვიცი უკვე.
  სათაური რა შუაშია დაახლოებით მივხვდი. არასრულფასოვნების შეგრძნების პიკი მაქვს ამ კვირაში.
ჩემი ჰიმნი.

4 comments:

  1. მეც მიდა "მინუს წონა"
    კარგი რა, ზედმეტად გამიცდი მართლა, შენი მეგობრები შენი სწავლით არ გაფასებენ დარწმუნებული ვარ
    ხანდახან მგონია რო რაშიც ზედმეტ შრომას დებ ნაკლებად ფასდებახოლე
    დაისვენე ცოტახანი და შეუდექი მერე ახალი ძალებით, მითუმტეს თუ ამდენც მეცადინეობ
    ტვინიც იღლება ხანდახან :)

    ReplyDelete
  2. პ.ს word verification მოხსენი, თურე ყვეკა კომენტარის დაწერაზე რიცხვების და ასოების ჩაწერას ითხოვს :) სეთინგებიდან ნახე, არ მახსოვს ზუსტად სადაა

    ReplyDelete
  3. მგონი მოვხსენი :)))) :დ მადლობა კიწ :* :)

    ReplyDelete
  4. Es komentari tu iqna anu mogixsnia )) risi madliba <3 ^^

    ReplyDelete